ძვირფასო აბიტურიენტებო,
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. წინ ემოციურად დატვირთული დღეებია, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი გულშემატკივრებისთვის. რა თქმა უდნა, გასათვალისწინებელია ის გამოწვევებიც, რაც პანდემიამ მოგვიტანა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროს სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი მოინახულა.
უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ცენტრის უფროსმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.
უმაღლესი განათლების საფეხურზე სატყეო განათლების გაძლიერების მიზნით, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა ერთობლივი შეხვედრა გამართეს.