საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა წარუდგინეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მიზნად ისახავს პედაგოგების უწყვეტ პროფესიულ ზრდას. სქემაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ. მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები მათ შორის-ტრენინგები, სემინარები, ოლიმპიადებში გამარჯვება, წიგნების თანაავტორობა და ა.შ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია. საქართველოში ის პირველად შემუშავდა.