მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი მოზარდებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული უნარ–ჩვევების შეძენას. პროფესიულ კოლეჯებში მათი სწავლება სრულად დაიფარება, აქედან: განათლების სამინისტროს მიერ – პრიორიტეტული პროფესიული სწავლების კურსის 80%, ხოლო 20% – UNICEF-ის მიერ. სოციალური მომსახურების სააგენტო განახორციელებს პროექტის კოორდინაციასა და ადმინისტრირებას.
პროექტში ჩართული იქნებიან ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ მომსახურებებში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განთავსებული ბავშვები, ასევე ბავშვთა სახლებიდან ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრირებული ბავშვები და/ან მათი მშობლები. პირველ ეტაპზე სწავლებას 100 პირი გაივლის.