29 აგვისტოს 11:00 საათიდან 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართეს.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პირველადი ჩარიცხვების თაობაზე ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (www.mes.gov.ge) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge online.naec.ge) გამოვეყნდება. აგრეთვე ლინკი განთავსდება www.onlinenews.ge საინფორმაციო პორტალზე. აბიტურიენტები, სპეციალური საძიებო სისტემით შეიტყობენ ინფორმაციას ჩარიცხვის შესახებ. ამავე ვებგვერდებზე განთავსდება და გაზეთ ,,24 საათში“ დაიბეჭდება საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ჩარიცხულ აბიტურიენტთა ნუსხა. მაგთიკომის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტები ინფორმაციის მიღებას მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ – ამისათვის მათ საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 6232 უნდა გააგზავნონ.
წელს აბარებდა 34 000-მდე აბიტურიენტი, მათაგან მხოლოდ 2500-მდე აბიტურიენტი ვერ გახდა სტუდენტი, 22236 აბიტურიენტი უკვე ჩაირიცხა მისთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე. მსურველთაგან მხოლოდ 7%-მა ვერ გადალახა ზოგადი უნარების გამოცდა.
10 000 აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა მეორადი ჩარიცხვებით ჩაირიცხოს აკადემიურ პროგრამებზე ან მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე.
პროფესიულ პროგრამებზე 1318 აბიტურიენტი ჩაირიცხა,
ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე 424 მსურველი ჩაირიცხა. გასულ წელს ეთნიკური უმცირესობებიდან მხოლოდ 200-მდე მსურველი ჩაირიცხა.
პირველადი ჩარიცხვების შემდეგ დარჩენილი ადგილების ჩამონათვალი სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 31 აგვისტომდე განთავსდება. განმეორებითი განცხადებების მიღება 31 აგვისტოს დაიწყება და 5 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.
განცხადებები მიიღება: თბილისში – ტექნიკური უნივერსიტეტის მე–6 კორპუსში; რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
ვადები უახლოეს დღეებში სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოქვეყნდება.
განმეორებითი განაცხადის შეტანის შესაძლებლობა ექნება აბიტურიენტს, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ მითითებულ ვერც ერთ პროგრამაზე და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა: