სკოლებში პირველკასელთა ნეტ-ბუკების ”ბუკის” გადანაწილება მიმდინარეობს. 15 სექტემრამდე კომპიუტერები საქართველოს მაშტაბით ყველა საჯარო სკოლას გადაეცემა. 3500-მდე ნეტ-ბუკი აჭარის რეგიონს უკვე გადაეცა და სკოლებში მათი გადანაწილება მიმდინარეობს.
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში ”ბუკების” შეტანის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი დაესწრო. მინისტრის მოადგილე სკოლაში პირველკლასელთა დამრიგებლების ტრენინგსაც დესწრო და პედაგოგებსაც გაესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ნეტ-ბუკი ”ბუკი” საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შეიქმნა. მასში ჩატვირთულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამოსობაში მყოფი სასკოლო პროგრამები: სახალისო მათემატიკა, ქართული, ბუნება, ხელოვნება, ბავშვებისთვის შექმნილი შემეცნებითი თამაშები. სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის შექმნილი ნეტ-ბუკები 60 000 პირველკლასელს და მათ დამრიგებლებს საჩუქრად გადაეცემათ.
სასწავლო პროცესში ნეტ-ბუკების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა. ისინი ნეტ-ბუკების ფიზიკურ სტრუქტურასა და მასთან მუშაობას გაეცნენ. გარდა ამისა, მათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით (ისტ) გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტების მომზადება ისწავლეს.