პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მოსწავლეთა წახალისების პროგრამა გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ქალაქ ქუთაისის მერმა გია თევდორაძემ იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მეათეკლასელი მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
ღონისძიება ქუთაისის №1 საჯარო სკოლაში გაიმართა და კომპიუტერებით - “Lenovo” ის 250-მდე მოსწავლე დაჯილდოვდა, რომლებმაც 2010-2011 სასწავლო წელს საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და წელს
პირველად, მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ, რომლებიც
საქართველოში დამზადდა.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი
პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას.
საქართველოს მასშტაბით წელს კომპიუტერებით სულ 1108 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.