ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ”საქართველოს ეკონომისტთა ფორუმი”. კონკურსში ჩართულნი იყვნენ საქართველოს ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ახალციხის, ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თბილისის, თელავის და ქუთაისის აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
,,საქართველოს ეკონომიკის ოლიმპიადა 2011” მიზნად ისახავდა ეკონომიკაში ცოდნითა და ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტების გამოვლენასა და ამ დარგის პოპულარიზაციას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები იყვნენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, თი-ბი-სი ბანკი, პრივატ ბანკი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, ბათუმის საზღვაო აკადემია, ენ-ტური, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, გამომცემლობა შემოქმედი, პარნასი და სხვ.