15.11.2011
საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმოამდგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებში შეხვედრებს განაგრძობენ. ამერიკელი სტუმრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელ შოთა უტიაშვილს შეხვდნენ და პოლიციის რეფორმებს გაეცნენ. მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოში რევოლუციამდე არსებობულ მძიმე კრიმინოგენული სიტუაციაზე, რომელიც პოლიციის რეფორმის გატარების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
ამერიკის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა არასრულწლოვათა დანაშაულის სტატისტიკაც შეისწავლეს. პოლიციის აკადემიაში მომზადებული მანდატურების სკოლებში შესვლის შემდეგ 95%-ითაა შემცირებული ძალადობის ფაქტები. ევროკავშირის კვლევის მიხედვით კი, მშობელთა 75% ემხრობა მანდატურის სამსახურს და სკოლაში შვილს დაცულად თვლის.
ამერიკელმა სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, მანდატურის სამსახურის საქმიანობა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს და მიესალმნენ საქართველოს მანდატურის სამსახურის საერთაშორისო ასოციაციაში გაწევრიანების ფაქტს.