შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მასწავლებელთა ნებაყოფლობით სერტიფიცირებასა და მისი ჩატარების პრცედურებზე. ასევე, ”საზოგადოებრივ დარბაზის” საქმიანობაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, საქართველოს მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის, საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების, განათლების პროფესიული სინდიკატისა და განათლების ლიდერთა ლიგის წარმომადგენლებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ შეიქმნა.
საზოგადოებრივი დარბაზი თვეში ერთხელ შეიკრიბება. მასში მონაწილეობის საშუალება განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესებულ ყველა გაერთიანებასა თუ ორგანიზაციას ექნება.
სამინისტრო მზადაა ყველა დაინტერესებული პირის პოზიციას
მოუსმინოს და მათი მოსაზრებები გაიზიაროს.