შეხვედრას უძღვებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები - ქეთევან ნატრიაშვილი და ალუდა გოგლიჩიძე. სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: უცხოელი პარტნიორები - ბარბარა რეიდერი და მაიკლ სტაინერი, სტატისტიკოსები (USDA, NASS), რომლებიც მუშაობენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაძლებლობების განვითარების კუთხით, აგრეთვე, წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, საქართველოს დასაქმების სამინისტროებიდან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულებიდან, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და ამერიკის საელჩოდან.