18.01.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს კონკურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით.
კონკურსი ცხადდება საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც რესურსცენტრს ჰყავს ხელმძღვანელის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. დეტალური
ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ფაილი.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის
სამუშაოს აღწერა.
თანამდებობრივი სარგო:
1,030
საკონკურსო პირობები:
კონკურსი ჩატარედება სამ ეტაპად:
I.
განაცხადების
გადარჩევა
II. ტესტირება
III. გასაუბრება
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები :
კონკურსში მონაწილეობა თანაბრად
ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება-
არანაკლებ 2 წელი;
- სახელმწიფო
ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint,
Internet);
- ასაკი: 21 წლიდან - საპენსიო ასაკამდე;
- კომუნიკაბელურობა,
მოლაპარაკებების წარმართვის გამოცდილება, კონფლიქტების მართვის უნარი, მუშაობა
ჯგუფში და ჯგუფთან;
- საქმიანი
ურითიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები, საკუთარი
შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი.
ნორმატიული აქტების ცოდნა:
- საქართველოს
კონსტიტუცია;
- ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონი;
- საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო
სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- საქართველოს
ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
2011 წლის 11 მარტს №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა
- ,,კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი.
- ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონი.
დამატებითი მოთხოვნები: სასურველია
- უცხოური (ინგლისური, რუსული) ენის
ცოდნა;
- საოფისე პროგრამა „Access“;
- ადამიანური რესურსების/გუნდის მართვის გამოცდილება;
სავალდებულო დოკუმენტების
ნუსხა:
- Curriculum Vitae (CV);
- განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსში მონაწილეობის
მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ ვებგვერდზე www.hr.gov.ge მიმდინარე წლის 18 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით.
ტესტირების
თარიღი და ადგილი გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს. მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52. ტელეფონი: 231 89 40
• კონკურსი იწარმოებს სამ ეტაპად - განაცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება. დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;