პირველ სამ ადგილზე გასულ ბავშვს საჩოგბურთო კლუბში ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ვარჯიშის შესაძლებლობა მიეცა. ღონისძიებას საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაციის უცხოელი ექსპერტები, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრებების პირველი ეტაპი 15-30 აპრილის ჩათვლით მოეწყო, მასში 25 საჯარო სკოლიდან შერჩეული 200 პირველკლასელი მონაწილეობდა. ეს შეჯიბრებები იმ საჯარო სკოლებში ჩატარდა, სადაც 2012 წლის მიწურულს სტანდარტული ზომის საჩოგბურთო მოედნები მოეწყო. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლები.
საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებული სასკოლო ჩოგბურთის განვითარების პროგრამის მიზანია, მოხდეს ჩოგბურთის პოპულარიზაცია, ნიჭიერი ბავშვების სელექცია და ჯანმრთელი თაობების აღზრდა.