„გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი პრინტი და მვპ“ ოთხი ქართული მაღალტექნოლოგიური პოლიგრაფიული საწარმოსა (შპს ფავორიტი პრინტი, შპს ფორმა, შპს სეზანი და შპს მვპ (24 საათის სტამბა) და მასთან არსებული მცირე პოლიგრაფიული წარმოებების გაერთიანებით შეიქმნა და დღეს, 9 ქართული სტამბა მუშაობს სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე. პროექტის ფარგლებში 1600 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული.
სამინისტროს ახალი ინიციატივა გარდა იმისა, რომ ასობით მშობელს სახელმძღვანელოების შეძენის პრობლემას მოუხსნის, ხელს შეუწყობს ქართული პოლიგრაფიული და სხვა ქართული ბიზნესების კერძოდ: პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანიების, სატრანსპორტო კომპანიების და სასაწყობო მეურნეობების აღორძინებას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ყველა გადასახადი დარჩება საქართველოს ბიუჯეტში.
უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოების სკოლებისთვის გადაცემა 15 ივნისიდან ეტაპობრივად განხორციელდება.