როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დირექტორთა საბჭომ, საქართველოს 140 მლნ დოლარის მოცულობის 5 წლიანი კომპაქტი დაუმტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს, მეცნიერების და ტექნოლოგიური განათლების ინვესტირების გზით, ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაზრდას და სამუშაო ძალის განვითარებას საქართველოში. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი სწორედ, შემოთავაზებულ კომპაქტს და ამ კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილ პროექტებს ეხებოდა.