საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დუშეთის რაიონის სოფელ ანანურის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს შეხვდა. მინისტრმა მათ დაფინანსების ახალი მოდელი წარუდგინა და იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელიც განხორციელდა სკოლების დაფინანსების მექანიზმში - ერთ მოსწავლეზე გათვლილი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობაში.
ზოგადი განათლების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფინანსებაა. რამდენადაც, საქართველოს სკოლების დაფინანსების ძირითადი მექანიზმი ვაუჩერია, სამინისტრომ, სკოლების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, პრიორიტეტები განსაზღვრა და ვაუჩერული დაფინანსების ზრდის მიმართულებით ძირეული ცვლილებები განახორციელა:
სოფელ ანანურის საჯარო სკოლაში 63 მოსწავლე სწავლობს, მათგან სამი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა და ამის გამო სკოლა დამატებით დაფინანსებას იღებს წელიწადში 4 200 ლარის ოდენობით. ანანურის საჯარო სკოლასთან ოპტიმიზირებულია ციხისძირის საჯარო სკოლა და იღებს შესაბამის დანამატს.
სკოლების დაფინანსების ახალი სისტემით, ანანურის საჯარო სკოლის, როგორც მთის სკოლის დაფინანსება 2013-2014 წლიდან წელიწადში 8 000 ლარით გაიზარდა და თვეში გაზრდილი ხელფასებისა და ყველანაირი ძირითადი ხარჯის გაწევის შემდეგ, სკოლას 1100 ლარზე მეტი რჩება. სულ ვაუჩერული დაფინანსება ამ სკოლაში თვეში 1600 ლარით გაიზარდა.