04.03.2010
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 იანვრის №66 ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული სსიპ - განვითარებისა და რეფორმების ფონდის სასწავლო-საგანმანათლებლო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს ამიერიდან ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. შესაბამისად, სასწავლო - სამაგისტრო პროგრამის ადმინისტრირებასაც უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებს, შესაძლებლობა ექნებათ, სამინისტროს ვებ-გვერდზე გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ განაცხადის ფორმის ელექტრონული ვერსია. ამასთანავე, იმ მაგისტრანტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ გრანტი, ჩვეულებისამებრ გაუგრძელდებათ დაფინანსება.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს, ელ-ფოსტა: grantsinfo@mes.gov.ge