პროფესორი სვიდლერი ლიდერია ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს. ის არის სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. მუშაობდა აშშ-ის სენატში ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. უკანასკნელ წლებში ის მუშაობს გარემოს გავლენებზე ენერგიის მოხმარებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელებაზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.