შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიოინ აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროგრამების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტიმ.
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული მნიშვნელოვანი პარტნიორობის შედეგია. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი საქართველოსთვის, რომელიც განათლების ხარისხის გაძლიერებას ემსახურება წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციაში, მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მთავრობასა და ხალხს შორის ძლიერი პარტნიორობით" განაცხადა ფატიმა სუმარმა.
კორპორაციის მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური განათლების ხარისხის გაძლიერება ადამიანურ კაპიტალის განვითარების გზით. კომპაქტი ემსახურება საქართველოში სიღარიბის დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.