არის პროგრამები, სადაც მსურველთა რაოდენობამ ბევრად გადააჭარბა მისაღებ კონტიგენტს. დღეის მდგომარეობით, 9 000 მსურველია რეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადია მზარეულის, ბუჰღალტრის, სასურსათო პროდუქტის კონტროლის სპეციალობები და ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებები.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია და ღია კარის დღეები მიმდინარეობს პროფესიულ კოლეჯში "მერმისი“. კოლეჯი 34 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს ხუთი ძირითადი მიმართულებით: აგრარული, ბიზნესის ადმინისტრირება, ხელოვნება, ინჟინერია და მიმართულებათაშორისო სპეციალობები. ყველა პროგრამა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის.
კოლეჯში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება, ამისათვის კოლეჯში ყველა პირობაა შექმნილი - თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული პროგრამები და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი პედაგოგები.
2013 წლიდან საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“ ჩართულია ინკლუზიური პროფესიული განათლების პროექტში. 2014 წლიდან დაიწყო კოლეჯის ადაპტირება უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. სასწავლო გარემოსთან ერთად, სსსმ სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია საჭირო სასწავლო რესურსები.