სკოლის ექიმთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ექიმთა გადამზადება ლოზანას უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურთან (EuTEACH) არსებული პარტნიორობით ხორციელდება. პარტნიორობის ფარგლებში, სკოლის ექიმთათვის შეიქმნა სასწავლო მოდული და მომზადდა 20 ტრენერი, რომლებიც ეტაპობრივად გადასცემენ ამ ცოდნას განათლების სისტემაში მომქმედ სკოლის ექიმებს. ამ დროისათვის უკვე 63-მა სკოლის ექიმმა გაიარა აღნიშნული სასწავლო კურსი.
მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სასწავლო მოდულის ექიმთა უწყვეტი განათლების სისტემაში ინტეგრირება.
აღნიშნული ინიციატივა სკოლის ექიმთა პროფესიულ განვითარებას და სკოლის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც დადებითად აისახება მოზარდების და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე.