გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში სკოლის რეაბილიტაცია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რეგიონებში სკოლების რეაბილიტაცია 2015 წლიდან დაიწყო. პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 30-მდე საჯარო სკოლას მოიცავს და 10 ათასზე მეტი მოსწავლისთვის თანამედროვე სტანდარტების სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. მომავალი ოთხი წლის მანძილზე კი, საქართველოს რეგიონებში 100–მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის სრული ბიუჯეტი 54 მლნ აშშ დოლარია. პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი ბენეფიციარისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო და სწავლის ხელმისაწვდომობა.