სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებაზე და, შესაბამისად, ცენტრის მხრიდან მოქალაქეებზე გასაწევი სერვისებისა და პროცედურების გამარტივებაზე. ამ მიზნით, ცენტრში პერიოდულად ხორციელდება ორგანიზაციული განვითარების მთელი რიგი ღონისძიებები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავეს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს გაწეული მომსახურების ხარისხს და გააფართოებს მის გეოგრაფიულ არეალს.
ამჯერად ცვლილება ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისს.
2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის უფლებამოსილება გადაეცემა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რაც დაინტერესებულ პირს მისცემს შესაძლებლობას, საქართველოს მასშტაბით იუსტიციის 17 სახლსა და 14 ტერიტორიულ სამსახურში მიიღოს აპოსტილთან / ლეგალიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება.
აპოსტილით დამოწმებას / ლეგალიზაციას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა www.eqe.gov.ge და ფეისბუქ გვერდს. ასევე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 32) 2 200 220 (*3599).