13.01.2017
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ პრეზენტაცია
გაიმართა. პროგრამის მიზანია საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა,
დაეხმაროს მიიღოს სავალდებულო ზოგადი განათლება (9 კლასის ატესტატი).
- პროგრამის ფარგლებში მოხდება იმ
ბავშვების იდენტიფიცირება, რომლებიც არ დადიან სკოლებში;
- შესაძლებელი გახდება იმ მოსწავლეების დროული აღმოჩენა და პრევენცია, რომლებმაც ოჯახური თუ, სხვა პირობების გამო, შეიძლება ვერ დაამთავრონ სავალდებულო 9 კლასი;
- ამოქმედდება სასწავლო პროგრამები მიუსაფარი ბავშვებისთვის;
- სავალდებულო 9 კლასის არმქონე პირებისთვის შემუშავდება ზოგადი განათლების ისეთი პროგრამები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობა გახდება.
ღონისძიება გახსნა და პროექტის
მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ.