საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა იმართება. სხდომა საბჭოს წევრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
სამეთვალყურეო საბჭო არის ფონდის კოლეგიალური ორგანო, რომელიც წელიწადში ორჯერ იკრიბება და მართვის მიზნით, 6 თვის მანძილზე ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობას, სტრატეგიულ საკითხებსა და სამოქმედო გეგმას განიხილავს.
ორი დღის განმავლობაში ფონდის თანამშრომლები საბჭოს წევრებს წარუდგენენ: შემაჯამებელ ანგარიშს - მიღწევები, გამოწვევები და პრობლემები; სამეთვალყურეო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელებულ ცვლილებებს; ახალ სტურუქტურას; საგრანტო კონკურსების განახლებულ პირობებს; ახალ საგრანტო კონკურსებსა და პროგრამებს (MG, SRNSF-DAAD და SRNSF-VW ერთობლივი საგრანტო კონკურსები); 2017 წლის კონკურსებს, ბიუჯეტსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.