სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) გახსნა, რომელსაც 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.
2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ასტროფიზიკოსი, „STARMUS“ ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.
სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ატარებს კონკურსს – „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“.
საქართველოს სამეცნიერო სივრცის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესის (International Comparative Literature Congress) მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ლიტერატურისა და კრიტიკის დარგში ამ უდიდესი სამეცნიერო და კულტურული ფორუმის თბილისში ჩატარება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.