საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც მხარეებმა განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაარსების დღეს ულოცავს.
გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს ფარგლებში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე ესტუმრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილესთან, რაიან ჰარკერ ჰარისთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისის გახსნის ღონისძიებაში. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „მშვიდობის კორპუსი – საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ის მთავრობას, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, გულითადი მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის გზით ქვეყნის განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.
ევროპის უნივერსიტეტი პირველი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, სადაც Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და AUF-ის რექტორმა სლიმ ხალბუზმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის საინფორმაციო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. თამარ მახარაშვილმა მათ გამარჯვება პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო. ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით კახეთში ქართველი და უკრაინელი ბავშვებისთვის შემეცნებით-გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასისთვის (ზოგიერთ საგანში სრული სასწავლო წლისთვის, ზოგიერთ საგანში - I სემესტრისთვის) განკუთვნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა. ამასთან, დასრულდა საბაზო საფეხურის IX კლასის იმ სახელმძღვანელოების შეფასება, რომლებმაც წინა წლებში გრიფი ვერ მოიპოვეს.
საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც 2022 წლის 20 ივნისს სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართა, პროცესი ხარვეზების გარეშე, მშვიდ ვითარებაში დასრულდა. საქართველოს 2086 საჯარო სკოლიდან არჩევნები 2072 საჯარო სკოლაში ჩატარდა. კანდიდატების არ არსებობის გამო, არჩევნები არ გამართულა 12 მცირეკონტინგენტიან და საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 2 საჯარო სკოლაში. 2044 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება დადასტურებულია. 24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩეულ წევრთა რაოდენობა ნაკლებია კანონმდებლობით დადგენილთან შედარებით. აღნიშნული სკოლების მომართვის საფუძველზე, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილების შეთანხმებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ISTC) აღმასრულებელ დირექტორ, დევიდ კლივთან, მის მოადგილე აიდინ ტურებავთან და ამავე ორგანიზაციის საქართველოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ, ირინა ხომერიკთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისში მდებარე ზრდასრულთა განათლების ცენტრის კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. მინისტრმა მათ სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს. მინისტრმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.