განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით COVID-19-ის ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია მასწავლებლებთან აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად შეხვედრა ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პედაგოგებთან გაიმართა. მასში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, UNICEF-ის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, ლიეტუვის, ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩები მონაწილეობდნენ.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ვაქცინაციის ცენტრში პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა ვაქცინაციას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მაღალი აქტიურობისთვის და აღნიშნა, რომ სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს შექმნა თითოეული მათგანის პასუხისმგებლობაა, რაც მხოლოდ იმუნიზაციით არის შესაძლებელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი,შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, სოფიო გორგოძესთან ერთად, რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსის“ საგამოცდო ცენტრში პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირებას გაეცნო, რომელიც 6 და 7 სექტემბერს რეგიონებში, ხოლო 13-14 სექტემბერს თბილისში ჩატარდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის N3 ახალი საჯარო სკოლა საუკუნოვანი და ისტორიული მნიშვნელობის ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა - 1916 წელს, ზუგდიდის მაზრაში ის პირველი ქართულენოვანი სკოლა იყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
ინტერნეტ სივრცეში ქართული მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველ მეცნიერთა ცნობადობის გაზრდის მიზნით, 1-ლი სექტემბრიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, მოსწავლეებსაც ექნებათ
საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამათა უმრავლესობაზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და უმეტესად ონლაინ ფორმატში წარიმართება 23 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით. ზოგიერთ პროგრამაზე კი შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა. ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმში ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზით აიცრა. მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი