საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე „ევროპული მემკვიდრეობის შემოქმედთა კვირეულის“ გამარჯვებულებს შეხვდნენ და მათ მადლობის სიგელები გადასცეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ ნორვეგიის დელეგაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინკლუზიური განათლების მიმართულებით საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
მიმდინარე, შემოდგომის სემესტრში პროფესიული უნარების განვითარების 250 საორიენტაციო და 27 სასერტიფიკატო კურსში საქართველოს 378 საჯარო სკოლის მე-8-12 კლასის მოსწავლეები არიან ჩართულნი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, დიეგო კოლასთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ატაშე სამეცნიერო მიმართულებით ელეონორ გარნიე, ლინგვისტური და საგანმანათლებლო სფეროს კოორდინატორი დავიდ ტერტრი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა აბულაძემ და ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მხარეების სამწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს. თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს 15 სკოლაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლების მართვისა და სწავლა-სწავლების მეთოდოლოგია.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბულგარეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობის შედეგად საქართველოში სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლება ხელმისაწვდომი გახდება;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხადაჭერითა და კომპანიის „Trifecta’ კოორდინაციით, ერთთვიანი კამპანია მიმდინარეობს, რომლის მიზანია რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება იმ საგანმანათლებლო სერვისებზე, რასაც პროფესიული განათლების სისტემა საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს.
ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრს, ჰაგიუდა კოიჩის შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრებმა მომავალი თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
მედიასაშუალებებისთვის განკუთვნილი კულტურისა და ხელოვნების საკითხებზე მომზადებული ნამუშევრებისთვის დაჯილდოვდნენ: მესამე ადგილი - “ღამე მუზეუმში“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე ადგილი - თამარ ტოჩილაშვილი - „ორი ახვლედიანი“ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ხოლო პირველი ადგილი - სალომე გვიჩიანი - „ბიენალე“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება, იაპონიის საერთაშორისო კოოპერაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას (JICA) შეხვდა, სადაც მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„საქართველოს ყრუთა კავშირისა“ და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის (WFD) ორგანიზებით, საერთაშორისო ფორუმი „გაგება და გამოყენება“ გაიმართა. ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან და მსოფლიო ყრუთა ფედერაციის პრეზიდენტთან ჯოზეფ მიურეისთან ერთად გახსნა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა.