Facebook Twitter Youtube Flikr
სიახლეები
09/03/2016
რუსთაველის თეატრში, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და  ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად წარმოადგინეს სტუდენტური ნაშრომების ეროვნული კონკურსი „ჩემი რუსთაველი“.
09/03/2016
საბურთალოს რაიონში, 61-ე საჯარო სკოლის ძველი ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის პროცესს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
08/03/2016

თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა - IHF/EHF ქალთა მსოფლიო თასი ხელბურთში. ტურნირი 8-13 მარტს იმართება და მასში მონაწილეობას 8 ნაკრები გუნდი იღებს: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა, რომელიც 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე.

 

08/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ 8 მარტი პედაგოგ ქალბატონებს ღვაწლმოსილი მასწავლებლის ოჯახიდან მიულოცა.  მინისტრი თბილისის 55-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ყოფილ მასწავლებელს ჟუჟუნა სამხარაძეს სახლში ეწვია, პირადად მიულოცა 8 მარტი და წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის სახელმწიფო ჯილდო  „ღირსების ორდენი“ გადასცა.
07/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ინოვაციური ტექნოლოგიების კონკურში გამარჯვებულ მასწავლებლებს უმასპინძლა და საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცა მათ.
05/03/2016
კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლობამ საქართველოში, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა და აღჭურვა განახორციელა. სრულად რეაბილიტირებული სკოლა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტთან როვნაგ აბდულაევთან ერთად,  გახსნა.
04/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით, „ტურინის პროცესის (TRP) 2016“  - გაცნობითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში „ტურინის პროცესის (TRP) 2016“ ძირითადი პრინციპები, მიმდინარე წლის ანალიტიკური ჩარჩო დოკუმენტი და განსახორციელებელი სამუშაო გეგმა.
03/03/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის დირექტორს, მრავალშვილიან დედას  ირმა ცქიფაშვილს სახლში ეწვია და მეათე შვილის დაბადება და დედის დღე მიულოცა, პატარებს კი, საჩუქრები გადასცა.
02/03/2016
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარე პროფესორი რაინჰოლდ რ. გრიმი იმყოფება. პროფესორმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში რამდენიმე შეხვედრა გამართა და იმ პერსპექტივებსა და სიახლეებზე ისაუბრა, რასაც გერმანიის აკრედიტაციის ახალი მოდელი ითავლისწინებს.
01/03/2016

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, პარტნიორი უნივერსიტეტების (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ბაზებზე, გარემონტდა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვა 1688 კვადრატული მეტრის ფართი - მათ შორის 7 სალექციო ოთახი და 2 ლაბორატორია. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამუშაოები მესამე პარტნიორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

29/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია/პრეზენტაცია გაიმართა თემაზე - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით (ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).
26/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს შემადგენლობაში არიან მსოფლიოში გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წევრები. საბჭოს თავმჯდომარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.
24/02/2016
სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური სამტრედიის რაიონის პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში, დიალოგის ფორმით წარიმართა და ყველა იმ თემას შეეხნენ, რაც სკოლის წარმომადგენლებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.
23/02/2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორის საჯარო ლექცია/ პრეზენტაცია - „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“ (“Energy in the 21st Century”) გაიმართა.
22/02/2016
ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში „წერილები ჯარისკაცებს“ პროექტი განხორციელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ბავშვებს ავღანეთიდან ქართველი სამშვიდობოების მიერ გამოგზავნილი საპასუხო წერილები ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში გადასცეს.

<   1  2  3  4  5  6  7  8  9  10  11  12  13  14  15  16  17  18  19  20  21  22  23  24  25  26  27  28  29  30  31  32  33  34  35  36  37  38  39  40  41  42  43  44  45  46  47  48  49  50  51  52  53  54  55  56  57  58  59  60  61  62  63  64  65  66  67  68  69  70  71  72  73  74  75  76  77  78  79  80  81  82  83  84  85  86  87  88  89  90  91  92  93  94  95  96  97  98  99  100  101  102  103  104  105  106  107  108  109  110  111  112  113  114  115  116  117  118  119  120  121  122  123  124  125  126  127  128  129  130  131  132  133  134  135  136  137  138  139  140  141  142  143  144  145  146  147  148  149  150  151  152  153  154  155  156  157  158  159  160  161  162  163  164  165  166  167  168  169  170  171  172  173  174  175  176  177  178  179  180  181  182  183  184  185  186  187  188  189  190  191  192  193  194  195  196  197  198  199  200  201  202  203  204  205  206  207  208  209  210  211  212  213  214  215  216  217  218  219  220  221  222  223  224  225  226  227  228  229  230  231  232  233  234  235  236  237  238  239  240  241  242  243  244  245  246  247  248  249  250  251  252  253  254  255  256  257  258  259  260  261  262  263  264  265  266  267  268  269  270  271  272  273  274  275  276  277  278  279  280  281  282  283  284  285  286  287  288  289  290  291  292  293  294  295  296  297  298  299  300  301  302  303  304  305  306  307  308  309  310  311  312  313  314  315  316  317  318  319  320  321  322  323  324  325  326  327  328  329  330  331  332  333  334  335  336  337  338  339  340  341  342  343  344  345  346  347  348  349  350  351  352  353  354  355  356  357  358  359  360  361  362  363  364  365  366  367  368  369  370  371  372  373  374  375  376  377  378  379  380  381  382  383  384  385  386  387  388  389  390  391  392  393  394  395  396  397  398  399  400  401  402  403  404  405  406  407  408  409  410  411  412  413  414  415  416  417  418  419  420  421  422  423  424  425  426  427  428  429  430  431  432  433  434  435  436  437  438  439  440  441  442  443  444  445  446  447  448  449  450  451  452  453  454  455  456  457  458  459  460  461  462  463  464  465  466  467  468  469  470  471  472  473  474  475  476  477  478   >