20 იანვრიდან ლონდონში „განათლების მსოფლიო ფორუმი 2014“ მიმდინარეობს. ფორუმს 133 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება. ფორუმზე იმყოფებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.
ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად შერჩეულ იქნა ირაკლი სილაგაძე.
ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად შერჩეულ იქნა ქეთევან შეყრილაძე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა პედაგოგებს ახალი წელი ამჯერად, მრავალშვილიანი მასწავლებლის ოჯახიდან.