ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის სისტემაში დაგეგმილ ახალ პროექტებზე ისაუბრა.
ერთ-ერთი საკითხი, რაც სხდომაზე განიხილეს იყო პროფესიული დოქტორანტურის და საქართველოს კანონმდებლობაში შესაბამისი რეგულაციების შექმნაზე პროცესის დაწყების საკითხი. პროფესიული დოქტურანტურა დიდი ხანია დანერგინილია ევროპის და ბრიტანეთის უნივერსიტეტებში და არის ერთიანი სადოქტორო პროგრამის პირველი ეტაპი, სადაც კანდიდატს ენიჭება პროფესიული დოქტორის ხარისხი და მხოლოდ სურვილის შემთხვევაში აგრძელებს აკადემიური დოქტორის ხარისხსი მოპოვებაზე სწავლას. ამ შემთხვევაში პრაქტიკასთან (სფეროს მიხედვით) კავშირშია კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი არ რჩება ,,ნაშრომი ნაშრომისთვის", ასევე კონკრეტული სფერო თუ მიმართულება იღებს სარგებელს ინოვაციური იდეებისა და კონკრეტულ პრაქტიკულ შედეგზე ორიენტირებულ კვლევის სახით, რომელსაც მომავალში რეალური განხორციელება მოჰყვება.
სხდომაზე ასევე იმსჯელეს მასწავლებლის და სპეციალური მასწავლებლის საუნივერსიტეტო პროგრამებზე; უნივერსიტეტების როლზე სკოლების გაძლიერებაში; საუნივერსიტეტო ასოციაციის თაობაზე და სხვ.