„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა. კონფერენციის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.
კონფერენციაზე დირექტორებმა თავიანთ კოლეგებს მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების შედეგად მიღებული გამოცდილება გაუზიარეს და, ამავდროულად, თავად გაეცნენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით. ასევე მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიიღო. ღონისძიებას 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სპეციალისტი ესწრებოდა.