განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის 2017-2022 წლების ფარგლებში, სკოლამდელი განათლების მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის ბაღების გაერთიანების დირექტორი ბატონი თემურ თორდინავა, ბაღების დირექტორები და სხვადსხვა სამთავრობო და არსამთავრობო უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მომხსენებლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის არსი და ძირითადი მიმართულებები. შეხვედრაზე განხილული იყო სკოლამდელი განათლების სტრატეგიის ზოგადი მიზანი - მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტრატეგიის სპეციფიკურ მიზნებზე, ძირითად მიმართულებებსა და მათი განხორციელების შესაბამის აქტივობებზე. შეხვედრაზე აგრეთვე, განხილული იყო სკოლამდელი განათლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა.
შეხვედრის ბოლოს საკითხთან დაკავშირებული დისკუსია გაიმართა.