საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მიზნით, ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიმართა და მათ ის პროექტებიც გააცნო, რასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში გეგმავს. შეხვედრის ბოლოს, მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეთა მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტიაქტიურადმუშაობსადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას ადგილობრივ ცხოვრებაში და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებას, რომელიც ახალგაზრდების საჭიროებებსა და პრობლემებზე არის ორიენტირებული.
შეხვედრაზე ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის 2018 წლის პრიორიტეტული მიმართულებები და შესაბამისი პროგრამები, ასევე, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა“ და სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ 2018 წლის სერვისები და პროგრამები. ასევე, განხილული იქნება მუნიციპალიტეტებში არსებული სიტუაცია ახალგაზრდული საქმიანობისა მიმართულებით და პანელური დისკუსიის ფორმატში გაიმართება მსჯელობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების მექანიზმების შემუშავების შესახებ.ასევე, წარმოდგენილი იქნება “ადგილობრივიახალგაზრდულიპოლიტიკისგანვითარებისსახელმძღვანელოს/გზამკვლევის” პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი არიან:საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წარმომადგენლები, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, საკვების უვნებლობის სააგენტო, თბილისის მერია) სხვადასხვა საერთაშორისო დონორიორგანიზაციების წარმომადგენლები (EU, UNDP, UNICEF,WorldVision, USAID ,,ზრდა“პროექტი, Save the Children). სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობის მიმართულების სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრა ხელს შეუწყობს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის შესაბამისი თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფსრეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.