თბილისის მე- 100 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლიდან სწავლას ახალ შენობაში გააგრძელებენ. უახლესი სტანდარტებით მიმდინარე სკოლის მშენებლობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სკოლაში გაეცნო, სადაც სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ამჟამად შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისის მე-100 საჯარო 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. საქართველოში ის ერთ-ერთი უძველესია შენობა იყო, რადგან 1804 წელს აშენდა. შესაბამისად, ატიპიური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ არაერთი ექსპერტიზისა და სხვა წარმოშობილი პრობლემების გამო, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადაც მოზარდები სწავლას 2018-2019 სასწავლო წლიდან გააგრძელებენ .
მნიშვნელოვანია, რომ უახლესი სტანდარტებით მიმდინარე სკოლის პროექტში გათვალისწინებულია შეკიდული აკუსტიკური ჭერები; ვინილის იატაკები და BMS-სისტემის დამონტაჟება. აღნიშნული სისტემა, რომელიც მოიცავს უკაბელო რადიოსიხშირულ კავშირში ჩართული მოწყობილობების ერთიან ფუნქციონირებას შენობის უსაფრთხო და ეფექტური მართვისთვის. პროექტით ასევე გათვალისწინებულია სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის, განგაშის ღილაკის მოწყობა; აუდიოფიცირება რუპორული გახმოვანებით და ზარის მოწყობით; განათების მოწყობა სენსორებით (სველ წერტილებში და კიბის უჯრედში); ელექტრო ფარის მართვა; ჰაერის ხარისხის კონტროლი; სამზარეულოში გაზის გაჟონვის სენსორი; სასკოლო კარის გაღების დეტექტორი.