ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში სამეწარმეო განათლების ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანს ორგანიზაციის Junior Achievement Georgia საქართველოში მოღვაწეობის შედეგების და დაგეგმილი ღონისძიებების დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა წარმოადგენდა. Junior Achievement საქართველოში 2002 წლიდან მოღვაწეობს და მისი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“. პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას. პროექტის ფარგლებში სქართველოში მომზადდა 200-ზე მეტი პედაგოგი, ამჟამად „მეწარმეობის საფუძვლების“ სწავლებაში ჩართულია 249 სკოლის 6500-მდე მოსწავლე.
ღონისძიებაზე სასწავლო პროგრამის „მეწარმეობის საფუძვლების“ ფარგლებში შექმნილი „სასწავლო კომპანიების“ საუკეთესო ხუთეულის წარადგინეს. ასევე გამოვლინდა „წლის კომპანია“, რომელიც 2018 წლის ივლისში, ევროპის „სასწავლო კომპანიების“ 29-ე შეჯიბრზე წარადგენს საქართველოს, რომელიც გაიმართება ბრატისლავაში.
ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ს განვითარების სააგენტოს, ბიზნეს, სამთავრობო, საგანმანთლებლო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე პროგრამის მონაწილე მოსწავლეები.