18.05.2010
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ოზურგეთის
№2 საჯარო სკოლაში რეგიონის პედაგოგებს
შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე,
რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. შეხვედრა
კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მინისტრმა პედაგოგთა შეკითხვებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო, სკოლის
გამოსაშვებ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სასწავლო გეგმებზე, სკოლების რეაბილიტაციასა და
სხვა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
ამომწურავი პასუხები გასცა.
გურიის რეგიონში:
- 95 საჯარო და
4 კერძო სკოლაა;
- 2 750 მასწავლებელი და 22596 მოსწავლეა;
- 2006-2009
წლებში მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში
სამინისტროს მიერ აშენდა
2 საჯარო სკოლის შენობა, სრული
რეაბილიტაცია ჩაუტარდა - 3 საჯარო სკოლას, ასევე ნაწილობრივი - 3 საჯარო სკოლას, შესყიდულია
1 საჯარო სკოლის შენობის პროექტი;
- 2008
წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ჩატარდა 10 საჯარო სკოლის ნაწილობრივი
რეაბილიტაცია, 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია – 1 250 000 ლარით.
- 2009
წელს მუნიციპალიტეტების მიერ ,,იაკობ გოგებაშვილის” ფარგლებში ჩატარდა 40 საჯარო
სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 1
400 000 ლარით.
- 2006-2010 წლებში: რეგიონის საჯარო სკოლებში
ფონდ ”ირმის ნახტომის” მიერ
948 კომპიუტერი (19/1), 8 ნოუთბუქი და 12 პროექტორია შეტანილი შეტანილი.
რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრებს
მინისტრი რეგულარულად მართავს, სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, რომელზედაც მინისტრი პედაგოგებს განათლების
სისტემაში მიმდინარე რეფორმებს კვლავაც პირადად გააცნობს.