პროექტი „საქართველოს მატიანე“ გრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2018 წელს სტუდია „მემატიანეში“ არსებული 12 000 ყუთი კინოფირის ტექნიკური დამუშავება, გაწმენდა და თითო მასალიდან 1 წუთის ციფრულ ფორმატში გადაყვანა მოხდა.
24 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ესტუმრნენ და საარქივო მასალები დაათვალიერეს.
პროექტი „საქართველოს მატიანე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით 2017 წლიდან მიმდინარეობს.
პროექტი გულისხმობს სტუდია „მემატიანეს“ არქივიდან კინოფირების (დოკუმეტური აუდიო და ვიზუალური მასალის) გაწმენდას, დახარისხებას, მათი მდგომარეობის დადგენას, აღრიცხვასა და მასალის ნაწილის ციფრულ ფორმატში გადატანას.
შესრულებულ სამუშაოებს ზედამხედველობას უწევს საგანგებო კომისია:
ნინო ძანძავა - ეროვნული არქივის წარმომადგენელი
„საქართველოს მატიანე“
კინოსტუდია „მემატიანეს“ საცავში დაცულია უნიკალური საფილმო მასალები და მათი რაოდენობა 25 000 ყუთს აღემატება, მათ შორის არსებობს არაიდენტიფიცირებული ქრონიკალურ-დოკუმენტური მასალა (დაახლოებით 3000 ყუთი) რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიის უნიკალურ მომენტებს შეიცავს - 1918 წლიდან 2000 წლამდე. მათ შორის არის დავით სარაჯიშვილის დაკრძალვის კადრები სავ: 1911 წ, საქართველოს გვარდიის სავ. 1918-21 წ, ჯარების ბათუმში შემოსვლა სავ: 1920 წ, აფხაზეთის ომის ქრონიკები, დოკუმენტური ციკლის „საქართველოდან ევროპაში“ უნიკალური მასალა და სხვა. სწორედ ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფირების გაწმენდა, იდენტიფიცირება, დათარიღება, საინფორმაციო ბაზის შექმნა, იმისათვის რომ ვიცოდეთ, თუ რა სიმდიდრეს ფლობს ჩვენი ქვეყანა.