საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა TAIEX-ის (ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) პროგრამის ფარგლებში, ექსპერტთა მისია გახსნა თემაზე: ,,საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლების დაცვა და რისკების მართვა“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ექსპერტთა აღნიშნული მისია 2-4 დეკემბერს ტარდება და მისი მიზანია საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის რისკების პრევენციისა და მართვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება, ევროპული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა და რეკომენდაციების შემუშავება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაწესებულებებისთვის სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად.
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს, „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICOM საქართველოს ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები.