ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის ოფიციალური წევრი 29 ნოემბერს, ამსტერდამში გამართულ ევროპული თეატრების კონვენციის გენერალურ ასამბლეაზე გახდა.
მესხიშვილის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრის შემდეგ, მეორეა საქართველოში, რომელიც ამ კავშირის წევრი გახდა. კონვენცია 1988 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი თანამედროვე დრამატული თეატრების პოპულარიზაცია და მათ შორის მტკიცე კავშირების ჩამოყალიბებაა.
კონვენციის წევრობა გულისხმობს ევროპული თეატრების ოჯახში გაერთიანებას. სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობას, ერთობლივი პროდუქციის შექმნასა და იდეების განხორციელების შესაძლებლობას. ევროპაში ერთ-ერთი ყველზე ძლიერი კავშირი 25 ქვეყნის 40 თეატრს აერთიანებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს მესხიშვილის თეატრის დასს ამ მიღწევას და მომავალ წარმატებებს უსურვებს!