საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, დონორთა მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართა. შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას შემდეგ მუნიციპალიტეტებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით