საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული პროფესიული ტესტირების ჩატარების განრიგი დამტკიცდა.
პროფესიულ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.
კოლეჯში, წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ „ვებტექნოლოგიებისა“ და „სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.