თელავში, მეფე ერეკლე მეორის სასახლის საელჩო დარბაზში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ,,ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის მეფე ერეკლე მეორის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა და რეზოლუციის მიღება.
გივი მიქანაძე: “კონფერენცია ისტორიკოსებს, მკვლევრებსა და სამეცნიერო საზოგადოებას საერთო მიზნის ირგვლივ აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, ისტორიულ ფაქტებსა და ანალიტიკურ კვლევებზე დაფუძნებით იმსჯელონ ერეკლე მეორის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ეს გახლავთ ეროვნული მნიშვნელობის საქმე, რადგან ქვეყნის განვითარება იწყება საკუთარი ისტორიის პატივისცემით. ჩვენ უნდა დავაფასოთ წინაპრების ღვაწლი და მომავალ თაობებს გადავცეთ ღირებული ცოდნა და ფასეულობები.
ერეკლე მეორე ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ისტორიული ფიგურაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი სამშობლოს გაძლიერებასა და აღმშენებლობაში. დღევანდელი დღე სწორედ იმას ეძღვნება, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ქართველი მეფის უდიდესი ღვაწლი და ხელი შევუწყოთ მისი მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებას თანამედროვე ეპოქის კონტექსტში,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამეცნიერო კონფერენციაზე სხვადასხვა მოხსენებით გამოვიდნენ: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი აპოლონ თაბუაშვილი; ისტორიკოსი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მეცნიერ-თანამშრომელი ვლადიმერ კეკელია; ისტორიის დოქტორი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი დავით ჯავახიშვილი.
კონფერენციის დასასრულს მეფე ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით, სამეცნიერო რეზოლუცია მიიღეს, რომელსაც ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.