ქალაქ თბილისის საკრებულოში თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ზაზა აბაშიძესთან ერთად მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ვატიკანის სამოციქულო დესპანთან, ჟოზე აველინო ბეტანიკურთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მიმდინარე ერთობლივი პროექტები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ABET-კონფერენცია გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ღონისძიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა მაქს ვებერის ფონდის დელეგაციასთან, რომელსაც ფონდის მმართველი დირექტორი ჰარალდ როზენბახი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მაქს ვებერის ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს – მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოში მაქს ვებერის ფონდის ოფისის დაფუძნების საკითხს.