პირველად საქართველოში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, 2-4 ნოემბერს სამმხრივი შეხვედრის ფორმატში – ევროკომისიისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის ასოციაციის მონაწილეობით „ღია მეცნიერების ფორუმი‘‘ იმართება, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრი გახსნა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის კუთხით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
STS ფორუმის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-19 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო ორენოვანი სამეცნიერო რეფერირებადი ონლაინჟურნალის „დიგიტალური ქართველოლოგია‘‘ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა მიიღო.