პირველად საქართველოში, თბილისში „მეცნიერებისა და ინოვაციების“ ფესტივალი ტარდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყო, 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველი დღე დატვირთული იქნება განსხვავებული ღონისძიებებით. გაიმართება გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.