საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გამომცემლობა ELSEVIER-ის ორგანიზებით, სამეცნიერო
ჟურნალებისათვის ELSEVIER-ისა და SCOPUS-ის სემინარი ჩატარდა. სემინარს ესწრებოდნენ: ELSEVIER-ის
ბაზებზე წვდომის მქონე უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების
კონსორციუმის წევრი ინსტიტუციების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში
დარეგისტრირებული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალების წარმომადგენლები.