ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 8 ლაურეატი გამოავლინა.
• თეატრალური ხელოვნება:
დავით თურქიაშვილი - რეჟისორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით„უხერხემლო“ (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი)
• კინოხელოვნება:
საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე - კინორეჟისორები
ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „მამის პორტრეტი ინტერიერში“
• მუსიკალური ხელოვნება:
ანუშკა ჩხეიძე - ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით "Halfie" (CES Records)
• მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
გიორგი შონია - პოეტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები'' (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.)
• მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ივა ფეზუაშვილი - მწერალი
ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით „ბუნკერი“(გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020წ.)
• ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ცოტნე ჩიტიაშვილი - მოლეკულური ბიოლოგი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას“ (ჟურნალი „Nature“)
• სახვითი ხელოვნება:
შოთიკო აფციაური - არტისტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“
• ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ნიკა ხოფერია - ისტორიკოსი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით„გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა „არტანუჯი“ 2019 წ.)
„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს თითოეულ ლაურეატს ამ დიდ გამარჯვებას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა. 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
„წინანდლის პრემია 2020“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. პრემიის საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.