ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის“ ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების 8 დარგში 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ 8 ლაურეატი გამოავლინა.
დავით თურქიაშვილი - რეჟისორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით „უხერხემლო“ (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი)
საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე - კინორეჟისორები
ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით „მამის პორტრეტი ინტერიერში“
ანუშკა ჩხეიძე - ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი
ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით "Halfie" (CES Records)
გიორგი შონია - პოეტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები'' (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.)
ივა ფეზუაშვილი - მწერალი
ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით „ბუნკერი“ (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020წ.)
ცოტნე ჩიტიაშვილი - მოლეკულური ბიოლოგი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას“ (ჟურნალი „Nature“)
შოთიკო აფციაური - არტისტი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“
ნიკა ხოფერია - ისტორიკოსი
ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა „არტანუჯი“ 2019 წ.)
„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და ფულადი პრემიით.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს თითოეულ ლაურეატს ამ დიდ გამარჯვებას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!
„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობდა. 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.
„წინანდლის პრემია 2020“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. პრემიის საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.