ზოგადი მიმოხილვა"საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 35-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადდა საბიუჯეტო განაცხადის ფორმები და მათი შევსების მეთოდური მითითებები, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია მომავალი წლების ბიუჯეტების შესახებ. ამასთან, აღნიშნული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
2011-2014 წლების საბიუჯეტო განაცხადში, წინა წლებისგან განსხვავებით, ასახვა ჰპოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულმა ახალმა საბიუჯეტო კლასიფიკაციამ, რომელშიც მოხდა გადასახდელების დეტალიზაცია აღრიცხვის გაუმჯობესების სრულყოფისა და გამჭირვალობის ზრდის მიზნით. გამომდინარე აქედან და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, ცვლილებები შევიდა შესაბამის დანართებში (დანართი №2 და №5). აგრეთვე, მიმდინარე წლის საბიუჯეტო განაცხადში შეიცვალა პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების ფორმები, რომელთა შევსებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად 2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს პროგრამულ და კაპიტალურ ბიუჯეტებს. შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის №284 განკარგულებით დამტკიცდა პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის გეგმა, რომლის თანახმად საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს სოფლის მეუნრეობის და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებმა 2011 წლისათვის უნდა მოამზადონ პროგრამული ბიუჯეტის პროექტები, ხოლო სხვა დანარჩენმა მხარჯავმა დაწესებულებებმა პროგრამული ბიუჯეტის პროექტი უნდა მოამზადონ არანაკლებ ერთი პრიორიტეტისათვის. ამასთან, შერჩეულ იქნა 5 პილოტი სამინისტრო (საქართველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები), რომლებიც მოამზადებენ კაპიტალური ბიუჯეტების პროექტებს.
- კადრებისა და ზღვრული მოცულობების განსაზღვრის საფუძვლები 2011-2014 წლებისათვის
საბიუჯეტო-ფისკალური სიტუაციისა და 2011-2014 წლების სამთავრობო პრიორიტეტების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 9 ივლისს საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განისაზღვრა მხარჯავი დაწესებულებების დასაქმებულთა რიცხოვნობებისა და ასიგნებების ზღვრული საორიენტაციო მოცულობები 2011-2014 წლებისათვის. გამომდინარე აქედან და საბიუჯეტო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა მოამზადონ საბიუჯეტო განაცხადი 2011-2014 წლებისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ფარგლებში.
- განაცხადის ფორმების სტრუქტურა
საბიუჯეტო განაცხადის სტრუქტურა ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:
- დანართი №1 - (ნაერთი) _ მხარჯავი დაწესებულებების განაცხადი ორგანიზაციულ ჭრილში;
- დანართი №2 - მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის განაცხადი (დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე)
- დანართი №3 - ინფორმაცია მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ;
- დანართი №4 - მხარჯავი დაწესებულებების ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში;
- დანართი №5 - დონორების დაფინანსებული პროექტები;
- დანართი №6 - არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების ნუსხა;
- დანართი №7 - ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის შესახებ;
- დანართი №7ა - ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის შესახებ;
- დანართი №8 - ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულების პრიორიტეტების, პროგრამების და ღონისძიებების შესახებ;
- დანართი №8ა - ინფორმაცია მხარჯავი დაწესებულების პრიორიტეტების, პროგრამების და ღონისძიებების შესახებ (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით)
- დანართი №9 - მხარჯავი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტი;
- დანართი №9ა - მხარჯავი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტი (ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი ასიგნებების გათვალისწინებით);
- დანართი №10 (ნაერთი) _ მხარჯავი დაწესებულების კაპიტალური ბიუჯეტი;
- დანართი №10ა - მხარჯავი დაწესებულების კაპიტალური ბიუჯეტი;
- დანართი №11 - მხარჯავი დაწესებულების საშუალოვადიანი განაცხადი;
- დანართი №12 - ინფორმაცია 2011 წლისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ზემოთ მოთხოვნილი საბიუჯეტო თანხებისა და კადრების შესახებ;
1. ძირითადი მოთხოვნები
- საბიუჯეტო განაცხადის დანართები №1-№5 შევსებული უნდა იქნეს E-Bუდგეტ-ის პროგრამაში, რის შესახებ მომზადდება დამატებითი ინსტრუქციები და ტრეინინგი ჩაუტარდებათ მხარჯავი დაწესებულებების შესაბამის წარმომადგენლებს. საბიუჯეტო განაცხადის №6-№12 დანართები უნდა იქნეს წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიით. ამასთან, საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს დოკუმენტური სახით. თითოეული დანართი ხელმოწერილი უნდა იქნეს ეკონომიკური (ფინანსური) სამსახურის უფროსის მიერ.;
- მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს სრულყოფილად შევსებული საბიუჯეტო განაცხადი. საბიუჯეტო განაცხადის რომელიმე დანართის შეუვსებლობის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი წერილობითი დასაბუთება;
- საბიუჯეტო განაცხადის ყველა დანართში, გარდა მე-3 დანართისა, თანხობრივი მაჩვენებლები წარმოდგენილი უნდა იყოს ათას ლარებში;
- საბიუჯეტო განაცხადის დანართები №8 და №8ა წარმოდგენილი უნდა იყოს ჭორდ-ში, შყლფაენ, 14;
- მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს საბიუჯეტო განაცხადით წარმოდგენილი პრიორიტეტების შესაბამისობა საქართველოს მთავრობის 2011-2014 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტთან. შეუსაბამობის შემთხვევაში მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა წარმოადგინოს სათანადო განმარტება;
- • 2011 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღებამდე, განაცხადის პროექტში განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებებთან დაკავშირებით, მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს განახლებული დანართები შესაბამის განმარტებებთან ერთად და შესაბამისი შესწორებები შეიტანონ E-Bუდგეტ-ის პროგრამაში;
2. 2011-2014 წლების საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შევსების მეთოდური მითითებები
დანართი №1 (ნაერთი) – მხარჯავი დაწესებულებების განაცხადი ორგანიზაციულ ჭრილში
დანართი №1 წარმოდგენილი უნდა იქნეს 2011 წლისათვის მხარჯავი დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურის შესაბამისად, რომელი სტრუქტურის შესაბამისადაც დამტკიცდება 2011 წლის ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე, 2009 და 2010 წლებში მხარჯავი დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურა გადაწყობილ უნდა იქნეს დასაგეგმი წლის ორგანიზაციულ სტრუქტურაზე. იმ შემთხვევაში თუ მხარჯავი დაწესებულების რომელიმე პროგრამა/ღონისძიება სრულდება/იწყება, დანართში უნდა შეივსოს მხოლოდ შესაბამისი წლის სვეტები.
თუ მხარჯავი დაწესებულებისთვის ცნობილია ინფორმაცია მიღებული/მისაღები გრანტების ან/და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ (ე.წ. ”რეესტრის გრანტები”, ანუ გრანტები რომელთა აღრიცხვა და ხარჯვა რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №915 ბრძანების შესაბამისად) იგი გათვალისწინებული უნდა იყოს ამ დანართის სვეტში ”კრედიტები და გრანტები”.
დანართი №2 – მხარჯავი დაწესებულებების ბიუჯეტის განაცხადი (დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე)
დანართი ივსება დონორების დაფინანსებული პროექტების გარეშე, მხარჯავი დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურის ყველაზე დაბალი დონის მიხედვით და მოიცავს ხარჯების ეკონომიკური, არაფინანსური აქტივების ზრდის, ფინანსური აქტივების ზრდისა და ვალდებულებების კლების მუხლებს, ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით. აღნიშნულ დანართი ივსება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულ/გასათვალისწინებელ ასიგნებებზე (საკუთარი სახსრების გარეშე). ამასთან, დანართში 2010 წლის დაზუსტებული გეგმის მონაცემები შეტანილი უნდა იქნეს 2010 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით.
მხარჯავი დაწესებულების მიერ დანართი №12-ით ზღვრული მოცულობების ზემოთ ასიგნებების მოთხოვნის შემთხვევაში, თანხები უნდა გაიწეროს ამ დანართის შესაბამის სვეტში.
დანართი №3 - ინფორმაცია მოსამსახურეთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შესახებ;
მხარჯავმა დაწესებულებამ ეს დანართი უნდა შეავსოს 2010-2011 წლებისათვის შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა რიცხოვნობის, თანამდებობების დასახელებებისა და სარგოების მიხედვით. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს მხარჯავი დაწესებულების ყველა იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსებაც გათვალისწინებული იქნება 2011 წლის ბიუჯეტის კანონში. სსიპ-ის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ცალ-ცალკე საბიუჯეტო და საკუთარი სახსრების მიხედვით.
დანართი №4 - მხარჯავი დაწესებულებების ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში;
ამ დანართის მიზანია მხარჯავი დაწესებულების მიერ 2009-2011 წლებისათვის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების განაწილება ფუნქციონალურ ჭრილში. ამასთან, დანართი ითვალისწინებს ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების თანხების გაყოფას საბიუჯეტო სახსრებისა და კრედიტებისა და გრანტების მიხედვით.
დანართი №5 - დონორების დაფინანსებული პროექტები;
ამ დანართში აისახება უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების და ამ პროექტების თანამონაწილეობასა და თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებები. აღნიშნული დანართის მიხედვით მონაცემები აღირიცხება სუბსიდიების, გრანტების, სხვა ხარჯების, არაფინანსური აქტივების ზრდის, ფინანსური აქტივების ზრდისა და ვალდებულებების კლების მუხლების მიხედვით. ამასთან, აღნიშნული დანართით წარმოდგენილი ასიგნებები უნდა შეესაბამებოდეს დანართი №1-ით გათვალისწინებულ ასიგნებებს, საბიუჯეტო სახსრებისა და კრედიტებისა და გრანტების გამიჯვნით.
დანართი №6 - არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების ნუსხა;
ამ დანართის მიზანია მხარჯავი დაწესებულების მიერ არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით განსაზღვრული სახსრების აღრიცხვა. აღნიშნული დანართი უნდა შეივსოს ორგანიზაციული სტრუქტურის ყველა იმ დონეზე, რომელიც ითვალისწინებს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლს. ამასთან, დანართი ითვალისწინებს კაპიტალური ხასიათის გასატარებელი ღონისძიებების მოკლე აღწერასაც. მაგალითად: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სულ 200.0 ათასი ლარი: კომპიუტერული ტექნიკის შეძენა – 80.0 ათასი ლარი (განახლებული იქნება ცენტრალური აპარატის კომპიუტერული ტექნიკის - 25%), ავტომანქანების შეძენა _ 120.0 ათასი ლარი (შეძენილ იქნება 3 მაღალი გამავლობის მანქანა და ერთი მიკროავტობუსი) და ა.შ.
დანართი №7 და 7ა - ინფორმაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის შესახებ
დანართების მიზანია თითოეული საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების, ხარჯების, არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების, ვალდებულებების და მათ ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ 2009-2011 წლებში ინფორმაციის წარმოდგენა. დანართი №7 ასევე ითვალისწინებს სსიპ-ის გადასახდელების გამიჯვნას საბიუჯეტო და საკუთარ სახსრებად. დანართ №7ა-ში მოცემულია დანართი №7-ის გამსხვილებული მაჩვენებლები და მასთან დაკავშირებულია შესაბამისი ფორმულებით.
დანართი №8 და №8ა – ინფორმაცია დაწესებულების პრიორიტეტების და ღონისძიებების შესახებ;
დანართ №8-ში აღნიშნული ინფორმაცია ასახული იქნება 2011 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტში, შესაბამისად იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს მოკლე და კონკრეტული სახით და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში განსაზღვრულ საშუალოვადიან პრიორიტეტებს და მათ მისაღწევად განსახორციელებელ ძირითად პროგრამებს და ღონისძიებებს. ამ პრიორიტეტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი განმარტება და დასაბუთება.
საშუალოვადიან პრიორიტეტებს უნდა ახლდეს შესაბამისი წლისათვის ჯამური თანხობრივი მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში თუ მხარჯავი დაწესებულების რომელიმე ორგანო მთლიანად ემსახურება ერთი პრიორიტეტის განხორციელებას, მისთვის განსაზღვრული ასიგნებები უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პრიორიტეტის თანხობრივ მაჩვენებელში. იმ შემთხვევაში თუ პრიორიტეტების რაოდენობა აღემატება ერთს, ორგანიზაციისათვის განკუთვნილი ასიგნებები უნდა განაწილდეს შესაბამისად განსახორციელებელი პრიორიტეტების მიხედვით. ამასთან, ის თანხები, რომელიც ასახვას ვერ ჰპოვებს მხარჯავი დაწესებულების მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებში (მაგალითად, აპარატის ადმინისტრაციული ხარჯები) უნდა აისახოს ცხრილის გრაფაში `ადმინისტრაციული და სხვა დანარჩენი ხარჯები ჯამურად~. ხოლო გრაფაში `სულ~ მითითებული თანხის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მხარჯავი დაწესებულების მიერ დანართ №1-ით წარმოდგენილ მთლიან ასიგნებებს. ამასთან, დანართი ითვალისწინებს ინფორმაციის წარმოდგენას თითოეული პრიორიტეტის მიხედვით პროგრამების/ ღონისძიებების აღწერას და მოსალოდნელ შედეგებს.
დანართის №8ა-ს მხარჯავი დაწესებულება ავსებს იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნილი აქვს ასიგნებები ზღვრული მოცულობების ზემოთ და აღნიშნული სახსრები მიმართული იქნება რომელიმე, მათ შორის ახალი პრიორიტეტის განსახორციელებლად. აღნიშნული დანართი ივსება განსაზვრული ზღვრული მოცულობების ზევით მოთხვნილი თანხების გათვალისწინებით და შესაბამისად ინფორმაცია დასაგეგმი და დასაგეგმის შემდგომი წლებისათვის პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე და მათ შედეგებზე უნდა გაიწეროს ჯამურად.
დანართები №9 და №9ა - მხარჯავი დაწესებულების პროგრამული ბიუჯეტი;
პროგრამული ბიუჯეტის განაცხადის ფორმები პირობითად გაყოფილია ორ ნაწილად. პირველი ნაწილი (1-7 პუნქტები) ივსება მხარჯავი დაწესებულების ძირითადი პროგრამების მიხედვით, ხოლო მეორე (მე-8 პუნქტი) – ქვეპროგრამების/ღონიძიებებისთვის, რომლებიც ხორციელდება პროგრამის ფარგლებში.
ქვემოთ მოცემულია თითოეული პუნქტის მოკლე შინაარსი :
- პროგრამის კოდი – წარმოადგენს პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად თითოეული პროგრამისათვის მინიჭებულ შესაბამის კოდს;
- პროგრამის დასახელება – პროგრამის ის უნიკალური სახელი, რომელსაც მხარჯავი დაწესებულება მიანიჭებს პროგრამას. ამასთან, მხარჯავი დაწესებულებების უმეტესობისათვის პირველი პროგრამა იქნება `მენეჯმენტი და ადმინისტრირება~, რომელზედაც აღნიშნული დანართის შევსება სავალდებულო არ არის;
- პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია _ თითოეული პროგრამის განმახორციელებლი დაწესებულება (მხარჯავი დაწესებულების აპარატი, საქვეუწყებო დაწესებულება/ტერიტორიული ორგანო/საჯარო სამართლის იურიდიული პირი და ა.შ.);
- პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგი _ გამოხატავს იმ პოზიტიურ გავლენას, რაც პროგრამის განხორციელებას მოჰყვება გრძელვადიან პერიოდში. საბოლოო შედეგი ყოველთვის განისაზღვრება ძირითადი პროგრამისათვის, თუმცა შესაძლებელია ქვეპროგრამის დონეზეც მოხდეს მისი განსაზღვრა.
- გასათვალისწინებელია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს პროგრამის განხორციელებით მიღწეული საბოლოო შედეგი და არა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა საბოლოო შედეგის მისაღწევად.
- პროგრამის საბოლოო შედეგი უნდა ჩამოყალიბდეს მოკლედ და იყოს სტაბილური (უცვლელი) პროგრამის ხანგრძლივობის განმავლობაში.
- პროგრამის მოსალოდნელი საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი _ მოიცავს გაზომვად ინდიკატორს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მოსალოდნელი საბოლოო შედეგის მიღწევის გზაზე მიღებულ პროგრესს. ინდიკატორი უნდა გვაძლევდეს საშუალებას შევაფასოთ მიღწეულ იქნა თუ არა პროგრამის განხორციელებით მოსალოდნელი საბოლოო შედეგი.
- პროგრამის ბიუჯეტი ქვეპროგრამების/ღონისძიებების მიხედვით _ პროგრამის ბიუჯეტი გაწერილი უნდა იყოს მასში შემავალი ქვეპროგრამის/ღონისძიების ბიუჯეტების მიხედვით, როგორც მიმდინარე და დასაგეგმი, აგრეთვე დასაგეგმის შემდგომი სამი წლისათვის დაფინანსების წყაროების (საბიუჯეტო სახსრები, კრედიტები/გრანტები და საკუთარი სახსრები) გამიჯვნით. ქვეპროგრამის/ღონისძიების კოდი უნდა წარმოადგენდეს შესაბამისი პროგრამის კოდის ჩაშლას ქვედა დონეზე.
- ინფორმაცია პროგრამაში შემავალი ქვეპროგრამების/ღონისძიებების შესახებ _ აღნიშნული პუნქტი ივსება პროგრამის შემადგენელ ყველა ქვეპროგრამაზე/ქვეღონისძიებაზე სათითაოდ და მოიცავს პროგრამულ კოდს, ქვეპროგრამის/ღონისძიების დასახელებას, მისი განხორციელების ვადებს, აღწერას (თუ რა და რატომ ხორციელდება ქვეპროგრამის/ღონისძიების ფარგლებში) და მიზანს. აღნიშნულ პუნქტში ასევე მოცემული უნდა იყოს შეფასების ინდიკატორები, რომლებიც მოგვცემენ საშუალებას შევაფასოდ რამდენად ზუსტად და სწორად განხორციელდა დაგეგმილი ღონისძიებები. ქვეპროგრამის/ღონისძიებას უნდა ჰქონდეს როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი (ეფექტურობის) ინდიკატორები.
ზემოაღნიშნულის გარდა, ამავე დანართში ასევე უნდა აისახოს ყველა ის დამატებითი ინფორმაცია ქვეპროგრამის/ღონისძიების შესახებ, რომელიც ცნობილია მხარჯავი დაწესებულებისათვის (მაგ: დასაქმებულთა რაოდენობა, მათზე გაწეული შრომის ანაზღაურება, მიმდინარე ხარჯები, შეძენილი ტექნიკა და ინვენტარი და სხვა). აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ასახული ბიუჯეტის პროექტსა და მის დანარტებში.
დანართის №9ა-ს მხარჯავი დაწესებულება ავსებს იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნილი აქვს ასიგნებები ზღვრული მოცულობების ზემოთ. აღნიშნული დანართი ივსება განსაზვრული ზღვრული მოცულობების ზევით მოთხვნილი თანხების გათვალისწინებით.
დანართები №10 (ნაერთი) და №10ა მხარჯავი დაწესებულების კაპიტალური ბიუჯეტი;
მიმდინარე წელს საბიუჯეტო განაცხადის ამ დანართს ავსებს 5 საპილოტო სამინისტრო _ საქართველოს ფინანსთა, საქართველოს იუსტიციის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.
ამ დანართების შემუშავების ძირითად მიზანს წარმოადგენს მხარჯავი დაწესებელების მიერ განსახორციელებელი კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციის ჩართვა სახელმწიფო ბიუჯეტში. კაპიტალური ბიუჯეტი წარმოადგენს სხვადასხვა კაპიტალური პროექტების ნაერთ ინფორმაციას.
გასათვალისწინებელია, რომ ყველა კაპიტალური ხარჯი არ წარმოადგენს კაპიტალურ პროექტს, კაპიტალურ პროექტთან შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხადასხვა მიმდინარე ხარჯებიც, როგორიცაა მაგალითად ტენდერების ორგანიზება, ექსპერტების მოწვევა, საპროექტო სამუშაოები და სხვა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს კაპიტალურ პროექტში. გამომდინარე აქედან შესაძლებელია, რომ კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები არ შეესაბამებოდეს არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულ ასიგნებებს.
კაპიტალური ბიუჯეტის მიზნებისათვის კაპიტალური პროექტი არის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია აქტივების გაზრდასთან. დანართები ივსება მხარჯავი დაწესებულების მიერ ყველა იმ კაპიტალურ პროექტზე, რომლის განხორციელებას მხარჯავი დაწესებულება აპირებს იმისდა მიუხედავათ იგი წარმოადგენს მიმდინარე პროექტის გაგრძელებას, თუ ინიციატივას დასაგეგმი ფისკალური წლისთვის და რომლის ღირებულება:
- მშენობლობის, რეკონსტრუქციის, შეკეთების შემთხვევაში უდრის ან აღემატება 50.0 ათას ლარს და რომლის გამოყენების ვადა არანაკლებ 5 წელია;
- აღჭურვილობის (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებები), გარდა სამხედრო აღჭურვილობისა, რომლის ერთი ერთეულის ან მთლიანი პროექტის ფარგლებში შეძენილი საერთო რაოდენობის ღირებულება უდრის ან აღემატება 150.0 ათას ლარს და რომლის გამოყენების ვადა არანაკლებ 3 წელია.
პროექტის ღირებულება მოიცავს პროექტთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის: ტერიტორიის და მასალის შეძენას, გაწეულ შრომას, არქიტექტურულ და საინჟინრო სამუშაოებს და ა.შ.
ის კაპიტალური პროექტები, რომლებიც ინდივიდუალურად არ აკმაყოფილებენ ზემოთხსენებულ განსაზღვრებას, მაგრამ თავისი შინაარსით კაპიტალური ბიუჯეტის ნაწილია მათი ჯამური ღირებულება მნიშვნელოვან ხარჯს წარმოადგენს მხარჯავი დაწესებულებისთვის, დაჯგუფებული უნდა იქნეს და მათ საერთო ღირებულებაზე მხარჯავი დაწესებულება მოამზადებს კაპიტალური პროექტის ცალკე განაცხადს. მაგალითად, თუ სრულდება რამოდენიმე რეაბილიტაციის პროექტი, რომელთა ღირებულებაც ინდივიდუალურად 50.0 ათას ლარზე ნაკლებია, ხოლო საერთო ღირებულება კი აღემატება 50.0 ათას ლარს, მაშინ ასეთი პროექტები ერთიანდება და მათ კონსოლიდირებულ ღირებულებაზე მზადდება კაპიტალური პროექტის ცალკე განაცხადი.
დანართი №10 წარმოადგენს მხარჯავი დაწესებულების კაპიტალურ ბიუჯეტს, სადაც უნდა აისახოს მსხვილი პროექტები და მის ფარგლებში შემავალი ქვეპროექტები შესაბამისი დაფინანსებით, ხოლო დანართი №10ა უნდა შეივსოს ყველა პროექტის მიხედვით და მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:
- • პროექტის დასახელება და ის ორგანიზაციული კოდი რომლიდანაც განხორციელდება მისი დაფინანსება;
- • პროექტის აღწერა და მისი განხორციელების მიზეზი;
- • პროექტის დაფინანსების წყაროები;
- • პროექტზე გაწეული/გასაწევი ხარჯების (კაპიტალურის და მიმდინარე ხარჯების გამიჯნვით) მოცულობას შესაბამისი ღონისძიებების მიხედვით;
ამასთან, ორივე დანართი ითვალისწინებენ ცხრილებს, რომლებიც მხარჯავმა დაწესებულებამ უნდა შეავსოს იმ შემთხვევაში, თუ მას მოთხოვნილი აქვს ასიგნებები ზღვრული მოცულობების ზემოთ. აღნიშნული ცხრილები ივსება განსაზვრული ზღვრული მოცულობების ზევით მოთხვნილი თანხების გათვალისწინებით.
დანართი №11 - მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიანი განაცხადი უნდა შეივსოს 2012-2014 წლების მიხედვით მხარჯავი დაწესებულების ორგანიზაციული კლასიფიკაციის ყველაზე დაბალ დონეზე, აგრეგირებული (ჯამური) მაჩვენებლების მიხედვით.
დანართი №12 - ინფორმაცია 2011 წლისათვის განსაზღვრული ზღვრული მოცულობების ზევით მოთხოვნილი საბიუჯეტო თანხებისა და კადრების შესახებ
ამ დანართის შესაბამისად მხარჯავმა დაწესებულებებმა საჭიროების შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული საორიენტაციო ასიგნებებისა და კადრების ზღვრულ მოცულობებზე დამატებითი მოთხოვნა თითოეული ორგანიზაციული კოდის მიხედვით, შესაბამისი დასაბუთებით და გაანგარიშებით.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 სექტემბრისა.
მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტის განაცხადი
2011-2014 წლების საბიუჯეტო განაცხადის განმარტებითი ბარათი